суббота, 13 декабря 2008 г.

gearn-is sacdeli proeqti

1. პროექტის სახელწოდება: ორი დიდი ერის მეგობრობა
2.პროექტის მოკლე აღწერა: საფრანგეთის კულტურისა და ისტორიის გაცნობა. ისტორიული ფესვები ორ ქვეყანას შორის.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საფრანგეთის კულტურას და ისტორიას. დადიანების მუზეუმში მოიძიებენ მასალებს სამეგრელოს მთავრის ნიკო დადიანის და მიურატების ნათესაურ კავშირებზე.
დაუკავშირდებიან საქართველოში ჩამოსულ მიურატებს და მათგან მიიღებენ შესაბამის ინფორმაციებს.
იმსჯელებენ საქართველოს და საფრანგეთის ადათ-წესებზე, შეხვდებიან იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც საფრანგეთში მიიღეს განათლებას. ( საბედნიეროდ ასეთები ბევრი გვყავს).
წერილებს გაუგზავნიან ფრანგ თანატოლებს,იმეგობრებენ მათთან, მოიწვევენ საქართველოში;მითუმეტეს ფრანგი მოსწავლეები უკვე სტუმრობდნენ ჩვენს სკოლას. თანატოლებისაგან გაიგებენ საინტერესო ინფორმაციებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასი:15-16 წელი,Ix-x კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა:2009წლიდან აპრილი, მაისი, ივნისი
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება (ფრანგულ-ქართული) კვლევა-ძიება მუზეუმში, შეხვედრა მიურატებთან, საფრანგეთში ნამყოფი კურსდამთავრებულთა მოწვევა სკოლაში, ღია გაკვეთილი დადიანების მუზეუმში, გაკვეთილზე ფრანგული მტექსტის შექმნა, ინტერვიუ მატილდა მიურატთანნ., GEARN პროგრამებში ჩართვა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ფრანგული ენის სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება, მოტივაცია გაიზრდება, ფრანგულ ჯგუფში მეტი მოსწავლე გამოთქვამს სურვილს სწავლებისა .
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ კვლევა-ძიებას, მსჯელობის საკუთარი აზრის გამოთქმის, წერილობით ტექსტის შექმნის უნარი შეუყვარდებათ კითხვა გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი კომპიუტერთან მუშაობის უნარ- ჩვევები.
გაიზიარებენ ქართულ და მსხოფლიო ლიტერატურის ურთიერთკავშირის მნიშვნელობას.
8.სარგებელი სხვებისათვის: დაინტერესებული პირები გაეცნობიან ფრანგულ კულტურასა და ისტორიას მშობელთა მოტივაცია გაიზრდება, რომ შვილებს ფრანგული ენა ასწავლონ.ქართველი და ფრანგი ბავშვები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას შეიქმნება კულტურათაშორისი შედარებები და შესაძლებლობები.
9.სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, ისტორია, ფრანგული.ქართ.x.5,ქართ.x.11, ju. X.8, ქართ.x.12
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:ლია ყოლბაია
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:kolba8@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac42b0
15. პროექტის ვებ-გვერდი:www.zugdidi11-1.blogspot.com